ღვინის ტური

საუკეთესო გზა გაიცნო მერებაშვილის მარანი და ჩვენი ღვინოები, ეს არის დაგეგმო ერთი დღე ჩვენს მარანში. ღვინის სახლი, როგორც ამას ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ, მოიცავს მარანს და სადეგუსტაციო ოთახს. მარანში თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ ქვევრებში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, საწნახელში ყურძნის დაწურვის მეთოდს და ეზიაროთ ზედაშე ქვევრის კულტურას. სადეგუსტაციო ოთახში კი, რომელშიც შერწყმულია ჩვენი ოჯახის ორი მთავარი ტრადიცია – მეღვინეობა და ნადირობა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ჩვენი მარნის ღვინოები, სახლში გამოხდილი ჭაჭის არაყი და ასევე ჩვენი ოჯახის მიერ წარმოებული ნატურალურად სუფთა თაფლი.

მარანში მოსულ სტუმრებს ულამაზეს გარემოში ღვინის დაგემოვნებასთან ერთად საშუალება აქვთ დაათვალიერონ საკოლექციო ვენახი, სადაც შემონახულია ქართლის უძველესი ვაზის ჯიშები, ასევე გაეცნონ არყის გამოხდის მეთოდს, დაათვალიერონ მერებაშვილის მარნის საოჯახო მეფუტკრეობა, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ქართულ კულინარიულ მასტერკლასებში და ისიამოვნონ შიდა ქართლის უგემრიელესი და მრავალფეროვანი სამზარეულოთი.