კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი
 

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს შპს „მერებაშვილი ისთეით“-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვის გარანტიებს.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

შპს „მერებაშვილი ისთეით“ პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრების, დასაქმებულებისა და ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირების კონფიდენციალურობის დაცვა. შესაბამისად, მივმართავთ უსაფრთხოების საჭირო ყველა საორგანიზაციო და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის.

1. კანონმდებლობა, რომელიც საფუძვლად უდევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს

 
  • 1.1. საქართველოს კანონმდებლობა: თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  • 1.2. საერთაშორისო სტანდარტები: თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციის (GDPR) შესაბამისად.
  • 1.3. მარეგულირებლის რეკომენდაციები: ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეკომენდაციებს თქვენი უფლებების საუკეთესო სტანდარტით დაცვის მიზნით.
  • 1.4. ინფორმაციის მოთხოვნის უფლება: ზემოაღნიშნული რეგულაციების საფუძველზე, თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
  • 1.5. პასუხისმგებლობა და ვადები: ჩვენ მზად ვართ, პირველივე შესაძლებლობისთანავე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი

 
  • კომპანიის დასახელება: შპს „მერებაშვილი ისთეით“ (შემდგომში — „ჩვენ“)
  • საიდენტიფიკაციო ნომერი: 432553186
  • მისამართი: საქართველო, ქ. კასპი, ვ. გორგასლის ქუჩა, N 29
  • ტელეფონის ნომერი: +995 510100444
  • ელექტრონული ფოსტა: Info@merebashvili.com

3. მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა

 

მონაცემების დამუშავების პროცესში ვიცავთ შემდეგ პრინციპებს:

  • 3.1. კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი: ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონით დადგენილი წესებითა და საფუძვლებით. უზრუნველვყოფთ თქვენი უფლებების სათანადო დაცვას თანასწორობის (დისკრიმინაციის გამორიცხვის) პრინციპის დაცვით.
  • 3.2. გამჭვირვალობის პრინციპი: მონაცემთა დამუშავების პროცესი გამჭვირვალეა თქვენთვის, როგორც მონაცემთა სუბიექტისთვის. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.
  • 3.3. მიზნის შეზღუდვის პრინციპი: ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ კონკრეტული მიზნით, რისთვისაც მოხდა მათი მოპოვება. თქვენი თანხმობით მოპოვებული მონაცემების სხვა მიზნით გამოყენებისთვის ხელახლა ვითხოვთ თქვენს თანხმობას.
  • 3.4. მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი: მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, მიზნისა და მონაცემთა მოცულობის თანაზომიერების გათვალისწინებით.
  • 3.5. მონაცემთა სიზუსტის პრინციპი: ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენთან დაცული პერსონალური მონაცემები იყოს ზუსტი და ნამდვილი. არაზუსტ მონაცემებს დაუყოვნებლივ ვასწორებთ ან ვშლით, როგორც თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ჩვენ მიერ შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • 3.6. ვადის შეზღუდვის პრინციპი: ჩვენ ვინახავთ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა შენახვისათვის წინასწარ განვსაზღვრავთ კონკრეტულ ვადას ან ვუთითებთ ვადის განსაზღვრის კრიტერიუმს.
  • 3.7. მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპი: მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მონაცემთა დამუშავებისას ვიღებთ ისეთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები

 

ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი კონკრეტული მიზნებით:

  • 4.1. შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებისთვის;
  • 4.2. ავტომატური გადახდის პროცედურების ჩატარებისთვის;
  • 4.3. ხელშეკრულების/გარიგების დასადებად;
  • 4.4. მომხმარებლებისათვის სპეციალური შეთავაზებებისა და მარკეტინგის მიზნებისათვის;
  • 4.5. სასტუმროს ტერიტორიაზე ღონისძიებების ჩატარებისთვის;
  • 4.6. ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდთან;
  • 4.7. პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად და მომხმარებელთა მიერ მათი გამოყენების პრაქტიკის შესასწავლად;
  • 4.8. ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად და სამართავად;
  • 4.9. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის სურვილების/პრეფერენციების გათვალისწინებისათვის;
  • 4.10. უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვისთვის;
  • 4.11. სასტუმროს წესების დარღვევისას სათანადო რეაგირებისთვის.

5. პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყაროები და გზები

 
  • 5.1. სასტუმროს ვიზიტორები:
    • მონაცემთა სუბიექტისგან სასტუმროს ნომრების ონლაინ, საკომუნიკაციო ცენტრის მეშვეობით დაჯავშნის ან ადგილზე მომსახურების შეძენის დროს. ამავე გზით გროვდება ინფორმაცია თანმხლები პირების შესახებ, მათივე თანხმობით.
    • მომსახურების საფასურის ონლაინ გადახდის დროს.
    • პარტნიორი ვებგვერდებისგან (მაგ. Booking.com), რომელთა მეშვეობითაც ხდება ჩვენი სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, მათთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
  • 5.2. ვებგვერდზე რეგისტრირებული წევრები:
    • სასტუმროს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მონაცემები მოიპოვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან, რომელიც თავად ავსებს ველებს და შესაბამისი მონიშვნით ადასტურებს თანხმობას მონაცემთა დამუშავებაზე.
  • 5.3. ვებგვერდის ვიზიტორები:
    • ვებგვერდზე სტუმრობისას ინფორმაცია მოიპოვება „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკის შესაბამისად.
  • 5.4. ლოიალობის პროგრამის წევრები:
    • მონაცემთა სუბიექტს, რომელიც ხდება ლოიალობის პროგრამის წევრი, თავად შეჰყავს მონაცემები ვებგვერდზე და ადასტურებს ლოიალობის პროგრამაში გაწევრიანებას.
  • 5.5. შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები:
    • დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და შრომითი ხელშეკრულების დასადებად მონაცემები მოიპოვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტებისგან, ასევე მათ მიერ მითითებული რეკომენდატორებისგან.
  • 5.6. სასტუმროში გამართულ ღონისძიებებში მონაწილე პირები:
    • საკონფერენციო სივრცით სარგებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარემ შესაძლოა მოგვაწოდოს ღონისძიებაში მონაწილე პირების სია (სახელები და გვარები) შენობაში დაშვების უზრუნველსაყოფად.
  • 5.7. პირდაპირი მარკეტინგი:
    • მონაცემთა მოპოვება ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინამდებარე დოკუმენტის მე-6 მუხლის შესაბამისად.
  • 5.8. სასტუმროს პერიმეტრზე მყოფი პირები:
    • უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით, შენობაში და მის გარე პერიმეტრზე ხორციელდება ვიდეომონიტორინგი. შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას. დასაქმებულები დამატებით ინფორმირებულნი არიან წერილობით. დეტალური წესები გაწერილია დოკუმენტში — „სტანდარტული საოპერაციო პროცედურა ვიდეო მონიტორინგის შესახებ“.
  • 5.9. კვების ობიექტების/რესტორნის მომხმარებლები:
    • ინფორმაცია მოიპოვება ადგილის დაჯავშნისას (ფიზიკურად, სატელეფონო ზარით ან აპლიკაციით) და ანგარიშსწორების განხორციელებისას.

6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგისთვის

 

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებული, წერილობითი თანხმობის საფუძველზე, სპეციალური ფორმის მეშვეობით.

თანხმობის გაცემამდე მონაცემთა სუბიექტს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია:

  • 6.1. დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა;
  • 6.2. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებადი მონაცემების ჩამონათვალი;
  • 6.3. მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნები;
  • 6.4. შეტყობინებების/ინფორმაციის მიღების ფორმა;
  • 6.5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები და სუბიექტის უფლებები;
  • 6.6. მონაცემთა დამუშავების ვადა;
  • 6.7. თანხმობის გამოხმობის მექანიზმები და პროცედურა;
  • 6.8. თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგები.

7. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციით (GDPR) გარანტირებულ შემდეგ ძირითად უფლებებს:

  • 7.1. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება:
    სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღისა, მივაწვდით ინფორმაციას: დამუშავებული მონაცემების, დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მოპოვების წყაროს, შენახვის ვადის (ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმის) და მესამე პირებისთვის მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი გარანტიების შესახებ.
  • 7.2. ინციდენტის შესახებ ინფორმირების უფლება:
    მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტის) შემთხვევაში, თუ არსებობს მნიშვნელოვანი ზიანის ან საფრთხის მაღალი ალბათობა, მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება ინციდენტის გარემოებები, სავარაუდო შედეგები, გატარებული ღონისძიებები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები.
  • 7.3. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება:
    სუბიექტს აქვს უფლება უფასოდ მიიღოს დამუშავებული მონაცემების ასლები. განსხვავებული ფორმით გაცემის მოთხოვნისას, შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური, რომელიც არ გადააჭარბებს დახარჯული რესურსის ოდენობას.
  • 7.4. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება:
    სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება. ცვლილების შესახებ ეცნობება როგორც სუბიექტს, ასევე ყველა იმ მიმღებს, რომელთაც აღნიშნული მონაცემები გადაეცათ.
  • 7.5. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება:
    მოთხოვნა უნდა შესრულდეს განცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. უარი შეიძლება ითქვას მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.
  • 7.6. მონაცემთა დაბლოკვის უფლება:
    მონაცემები იბლოკება, თუ: სუბიექტი სადავოდ ხდის მათ სიზუსტეს; დამუშავება უკანონოა; მონაცემები საჭიროა საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; მიმდინარეობს წაშლის მოთხოვნის განხილვა; ან არსებობს მათი მტკიცებულებად გამოყენების აუცილებლობა.
  • 7.7. თანხმობის გამოხმობის უფლება:
    სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე გამოიხმოს თანხმობა. გამოხმობის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება წყდება ან/და მონაცემები ისპობა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

8. არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა

 

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

9. მონაცემთა უსაფრთხოების ზომები

 
  • 9.1. კომპანია ახორციელებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა არაავტორიზებული წვდომისგან, დაკარგვისგან, დაზიანებისა თუ განადგურებისგან დასაცავად.
  • 9.2. დამუშავების მიზნის ამოწურვის შემდეგ მონაცემები რეგულარულად ისპობა ან ინახება დეპერსონალიზებული (ანონიმური) სახით.
  • 9.3. აფილირებული პირები და დამუშავებაზე უფლებამოსილი მესამე მხარეები სახელშეკრულებო წესით იღებენ ვალდებულებას დაიცვან მონაცემთა უსაფრთხოების იგივე სტანდარტები.
  • 9.4. დეტალური უსაფრთხოების ზომები გაწერილია შიდა დოკუმენტებში: „პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისათვის გატარებული ღონისძიებების აღწერა“ და „სტანდარტული საოპერაციო პროცედურა ვიდეო მონიტორინგის შესახებ“.

10. მონაცემთა გადაცემა მესამე მხარისთვის

 

დამუშავებული პერსონალური მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • 10.1. აფილირებული კომპანიები:
    ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებს (საერთო მფლობელობა, მენეჯმენტი ან კონტროლი), შესაბამისი კონფიდენციალურობის ხელშეკრულების საფუძველზე.
  • 10.2. ტექნიკური მომსახურების მომწოდებლები:
    კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შეტყობინებების/ინფორმაციის ტექნიკურ გაგზავნას (გადაეცემათ მხოლოდ ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტა).

11. „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა

 
  • 11.1. დეფინიცია: „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაში და ეხმარება კომპანიას ვებგვერდის ეფექტურობის გაუმჯობესებაში.
  • 11.2. კონფიდენციალურობა: Cookie ფაილებში არ ინახება პერსონალური მისამართები, პაროლები, საბანკო ბარათების მონაცემები ან სხვა სენსიტიური ინფორმაცია.
  • 11.3. ანალიტიკური ინსტრუმენტები:
    კომპანია იყენებს Google Analytics და Facebook Pixel სერვისებს სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად (ვიზიტორის მდებარეობა, ვებგვერდზე გატარებული დრო, ოპერაციული სისტემა, ასაკობრივი ჯგუფი, ინტერესები და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები არ იძლევა პიროვნების პირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას.
  • 11.4. თანხმობა: Cookie ფაილების მეშვეობით ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება ვებგვერდზე სტუმრობისას მომხმარებლის მიერ გაცხადებული თანხმობის საფუძველზე.

12. დოკუმენტის განახლება

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება პერიოდულ განახლებას საკანონმდებლო ცვლილებებისა ან საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად.

13. საკონტაქტო ინფორმაცია

 
  • ტელეფონის ნომერი: +995 510100444
  • ელექტრონული ფოსტა: Info@merebashvili.com