ღვინო

ჩინური

ტიპი: მშრალი თეთრი ქვევრის ღვინო
მოსავლის წელი: 2019
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 10°C – 12°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 11.5%

ღვინო დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში სრულ ჭაჭაზე კლერტის გარეშე. ნარჩევი და ხელით დაკრეფილი ყურძენი მოწეულია მერებაშვილის მარნის ვენახებიდან, მდებარე სოფელ ოკამში, შიდა ქართლის რეგიონში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. ღვინოში გამოხატულია ვაშლის ჩირის და გარგლის ტონები და ჩინური ყურძნის ჯიშური არომატები.

გორული მწვანე

ტიპი: მშრალი თეთრი
მოსავლის წელი: 2019
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 10°C – 12°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 13.5%

ევროპული მეთოდით დაყენებული ღვინო, რომელიც დამზადებულია უიშვიათესი ქართლის ენდემური ყურძნის ჯიშისგან გორული მწვანე. ყურძენი მოწეულია შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ლამისყანაში. საკმაოდ სხეულიანი ღვინო გამოირჩევა ციტრუსოვანი ტონებით, ჰარმონიული მჟავიანობით და ალკოჰოლით, რომელსაც თან სდევს ხანგრძლივი დაბოლოება.

თავკვერი

ტიპი: მშრალი წითელი ქვევრის ღვინო
მოსავლის წელი: 2019
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 13°C – 15°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 12%

მუქი ლალისფერი ღვინო თავკვერი დადუღებულია და დავარგებული ქვევრში. ყურძენი მოწეულია მერებაშვილის მარნის ვენახებიდან, მდებარე სოფელ ოკამში, შიდა ქართლის რეგიონში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. შავი ქლიავისა და შავი კენკრის დაბალანსებული არომატები და კარგად გამოხატული თავკვერის ყურძნის ჯიშური არომატები გამოარჩევს ღვინოს სრული სხეულით და ხანგრძლივი დაბოლოებით.

შავკაპიტო

ტიპი: მშრალი წითელი ქვევრის ღვინო
მოსავლის წელი: 2019
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 13°C – 15°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 12%

ღია ლალისფერი ღვინო. დამზადებულია უნიკალური და უიშვიათესი ყურძნის ჯიშისგან შავკაპიტო, მოწეული შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ლამისყანაში. დადუღებულია და დავარგებულია ქვევრში. ახასიათებს მდიდარი არომატი და მწიფე ქლიავის და ალუბლის გემო. დაბალანსებული მჟავიანობა იძლევა ხანგრძლივ დაბოლოებას და არის, როგორც გემოში ასევე სურნელში საკმაოდ ინტენსიური.

ჭაჭა ტრადიციული

ტიპი: ჭაჭა
მოცულობა: 500 მლ
მიირთვით: ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 42%
ყურძნის ჯიშები: თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე

ფერით გამჭვირვალე ეს შესანიშნავი სასმელი გამოირჩევა იშვიათი სინაზით. ღია ცეცხლზე ოთხი განსხვავებული ყურძნის ჭაჭის დისტილირებით, სასმელს გააჩნია უნიკალური გემო და ინტენსიური ყვავილოვანი არომატი, თხილისა და მსუბუქი თაფლის ნოტებით.

ჭაჭა მუხა

ტიპი: ჭაჭა (დავარგებული მუხის კასრში)
მოცულობა: 500 მლ
მიირთვით: ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 42%
ყურძნის ჯიშები: თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე

მუქი ქარვისფერი. ექვსი თვის განმავლობაში ფრანგულ მუხის კასრებში დავარგების გზით, ეს ელეგანტური სასმელი გამოირჩევა ძლიერი სტრუქტურით და ხასიათით რომელშიც კარგადაა გამოხატული მშრალი ხილის, ნუშის, კაკლისა და შოკოლადის ღრმა არომატები. უნიკალური გემო და სასიამოვნო მუხის ტონები განაპირობებს მის ხანგრძლივ დაბოლოებას.